|
2019-03-30 14:51:38, 1349 ნახვა
საზოგადოება
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერმა შინდისში, გვარამიების ოჯახში, სიმბოლურად ონკანიც მოუშვა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ქსელის მშენებლობით შინდისში ათეული წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა. „აქ მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ და ეს მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მათ ჰქონდათ ერთი დიდი ავზი შინდისის შესასვლელში, იქ ისხმებოდა წყალი და შემდეგ, ადგილობრივები ამ ავზიდან იღებდნენ წყალს, რაც სერიოზული დისკომფორტი იყო. ამჟამად კი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს აბონირება, აბონენტთა დაერთებები. ამ დროისათვის უკვე დაერთებულია 40 აბონენტი. ქსელზე დაერთების პროცესი ერთ თვეში დასრულდება და ყველას ექნება სასმელი წყლის მიღების შესაძლებლობა. აქ განთავსებული წყლის აგრეგატები, საიდანაც შინდისი წყლით მომარაგდება, არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, დანიური წარმოების“, - განაცხადა კახა კალაძემ. შინდისის წყლით მომარაგების საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობა იძულებული იყო წყალი, გადამზიდი ავზების საშუალებით, გაცილებით ძვირად შეეძინა. წყლის მაგისტრალური ქსელის მშენებლობის პროექტი შინდისში მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კახა კალაძესთან ერთად, ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)