|
2019-03-28 17:21:03, 1266 ნახვა
საზოგადოება
დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ
1 აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ან მეტი უკვე შეუსრულდათ. განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. (მისამართები იხილეთ აქ.) საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ინფორმაცია: სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანია/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს შეუძლია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის პირად პროფილზე, იქ სადაც ამოწმებს საპენსიო დანაზოგს. ორი დამსაქმებელის შემთხვევაში, პირად გვერდზე შესასვლელად საჭიროა ორი პაროლი. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული). საპენსიო სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)