|
2019-03-28 16:29:02, 1529 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: შეთანხმებას მივაღწიეთ - სოცმუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეთანხმება მიაღწეულია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება. „უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამ შეთანხმებას ფორმალიზებული დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე. თუმცა, აქ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო მათგან, მე ვფიქრობ, არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი და ხვალიდან ალბათ შეყწდება გაფიცვა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)