|
2019-03-27 15:37:39, 1182 ნახვა
საზოგადოება
კორეის მთავრობა, საქართველოს პარლამენტს, საბეჭდი მოწყობილობისთვის შესაბამის აპარატურას გადასცემს
კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს საბეჭდი მოწყობილობის-სტამბის შესაქმნელად, 50 ათასი აშშ-ის დოლარის შესაბამისი აპარატურა გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიმ სე ვუნგიმ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა. პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეელ დიპლომატს და კორეის რესპუბლიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე პარლამენტში სტამბის განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგების პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, რეგლამენტის მიღებიდან 100 დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გაზრდილი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი საბეჭდი მოწყობილობა შესაბამისი დოკუმენტების, ბუკლეტების, საცნობარო ინფორმაციის დაბეჭდვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება. საქართველოს პარლამენტისთვის საბეჭდი მოწყობილობების აპარატურის გამოყოფა კორეის წარმომადგენლობასთან პარლამენტის აპარატის უფროსის მოლაპარაკებების და კორეაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები და შეხვედრები ქართველი და კორეელი დიპლომატების ორგანიზებით წარიმართა. კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრას საელჩოს კულტურის ატაშე, ბიაუნ სეუნგვუ და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძე და პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჭურაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)