|
2019-03-27 12:33:16, 1180 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ელექტროდამტენებს „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს
თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - chargers.tbilisi.gov.ge უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული. „ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე, 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტროდამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს.
(NS)
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)