|
2019-03-26 17:33:38, 1126 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე: წყლის რესურსების ეფექტური მართვა წინაპირობაა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა
ჩემი მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ მწვანე ეკონომიკა, ზოგადად - მწვანე პოლიტიკა და ვფიქრობ, სწორედ მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ სემინარზე ''წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით. შესაბამისად, პრემიერის შეფასებით, მსგავსი კონფერენციები, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს. ''ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს. პირველი ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ჩვენი საზოგადოება და მეორე - ჩვენი ბუნება. პირველ საკითხზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავაანონსეთ, რომელიც ჩემი შეფასებით არის ეროვნული იდეა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ჩვენი ეკონომიკის 6%, ანუ ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად უნდა დავხარჯოთ სწორედ განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. მეორე სიმდიდრე არის ჩვენი ბუნება, სადაც წყლის რესურსებს აქვს გამორჩეული როლი. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის განვითარებით, დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩადგება განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში და დაძლევს ყველა გამოწვევას'', - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. დღესვე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიღრმავონ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა. ლაბორატორიაში გამოყენებულია, როგორც სასწავლო დანიშნულების, ასევე საინჟინრო ობიექტებზე რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან. ლაბორატორიის შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა მიაწოდეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტუ-ს ახალი ლაბორატორია რეგიონში ყველაზე მძლავრია. ''ჩვენთვის განათლების რეფორმას, იმ ეროვნულ იდეას, რომელიც დავაანონსეთ, აქვს ყველაზე უფრო დიდი როლი და ადგილი იმაში, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად კიდევ უფრო ძლიერი და მეტი მსგავსი ლაბორატორია გვექნება,'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)