|
2019-03-26 14:18:02, 1070 ნახვა
საზოგადოება
„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ - პაციენტის გარდაცვალებისთანავე სისხლის სამართლის გამოძიება არ უნდა იწყებოდეს
„საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება“, - ამის შესახებ „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაშია აღნიშნული. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი პრაქტიკის შეცვლა ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება. „განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკით, პროფესიული საქმიანობისას დაშვებული შეცდომისას დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება . მაშინ როდესაც არ არის შესწავლილი რამ გამოიწვია პაციენტის ლეტალური შედეგი, არ არის დადგენილი დანაშაულის ნიშნების არსებობა და გარემოებები, თუ რამ გამოიწვია შესაძლო საექიმო შეცდომა. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აზრით შესაბამისმა ორგანოებმა შსს/პროკურატურამ ნებისმიერი შეტყობინებისას უპირობოდ არ უნდა დაიწყონ გამოძიება ( 116 მუხლით- სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). არამედ უნდა გაატარონ ოპერატიული ღონისძიებები და დაელოდონ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ( პროფესიული საბჭოს ) დასკვნას. რის შემდეგაც თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაძლებელი იქნება გამოძიების დაწყება. ვფიქრობთ, საქართველოში დანერგილი პრაქტიკის შეცვლა მნიშვნელოვანი იქნება ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეწყვეტს ექიმთა პასუხისმგებლობის უპირობოდ სისხლის სამართლებრივ ჭრილში განხილვის მანკიერ პრაქტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)