|
2019-03-26 12:08:01, 980 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი პროფესიონალებისთვის გაიმართა
იაპონიაში, ქალაქ ნაჰაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. ღონისძიებას 60-მდე სტუმარი - სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 7 დასახელების ქართული ღვინო. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. ქართული ღვინის კულტურისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო" იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)