|
2019-03-24 17:39:26, 1289 ნახვა
პოლიტიკა
ევროპულმა საქართველომ მარნეულში, მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა
ევროპულმა საქართველომ მარნეულში, მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები, გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. „ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება. ცვლილებების გზა „ევროპული საქართველოსთვის“ გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები. ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)