|
2019-03-23 15:48:45, 1355 ნახვა
პოლიტიკა
ქაცარავა: საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა, ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია
„საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხირდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა, ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია. ნატო განიხილავს საქართველოს როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ისტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია. საქართველო ნატოს-თან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით.ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატოს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს“, - განაცხადა ქაცარავამ.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)