12:43 - 04 Aug, 2026
|
2019-03-22 10:05:08, 1049 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა
სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა. ლადო აფხაზავა დუბაიში იმყოფება. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)