|
2019-03-21 15:50:32, 1152 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: წულუკიანი არარაობაა, ქვეყნის შენებას აზიანებს
ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირნალ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ხედავს. „ეს ადამიანი არის მართლა არარაობა. ეს ადამიანი აზიანებს ამ ქვეყნის შენებას. დღესაც, მეორე წელია, თემირლანს ბრალდება არ აქვს წაყენებული და ყველაფერს აკეთებენ, რაღაცა სადღაც გამოქექონ და თემირლანს დააბრალონ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა. რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ. ზუსტად ამიტომ ხდება ამ საპარლამენტო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ძალიან, ძალიან წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ ამოიქექება ეს ყველაფერი, გაბრიელ სალოსიდან დაწყებული პანკისის ხეობამდე“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)