|
2019-03-21 12:40:12, 1021 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ვალდებულებაა ვეტერანებზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები
"ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას. „ეს საკითხი უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვეტერანების წინაშე გვაქვს ძალიან დიდი მორალური ვალდებულება, " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)