|
2019-03-14 13:16:18, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ქაცარავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყურადღებით ვეცნობით და ვითვალისწინებთ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს. როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ყურადღებით ვეცნობით და ვითვალისწინებთ. ანგარიში არ არის შეფასებითი ხასიათის, ის ეყრდნობა გარკვეული ორგანიზაციების შეფასებებს. ეს არის მოსაზრებების კომპილაცია. ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ და გვეხმარება, რომ დაგეგმილი რეფორმები წარმატებით განვახორციელოთ“, – განაცხადა ქაცარავამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)