|
2019-03-12 13:27:57, 1209 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკითხი, რომელზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამოწურულია. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, იგი თანამდებობაზე რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. „როგორც უკვე იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, წულუკიანი აცხადებდა, რომ მინისტრისა და სამინისტროს უფლებამოსილებების საკითხზე გუნდში განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და თუ მისი აზრი გათვალისწინებული არ იქნებოდა, თანამდებობას დატოვებდა. კონკრეტულად, რა საკითხზე იყო საუბარი, იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
დონალდ ტრამპი ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა
უკრაინის საჰაერო დარტყმებმა Wildberry-ის საწყობების 15%-ზე მეტი გაანადგურა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)