05:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 11:34:12, 411 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებილი ნათელა ოქრუაშვილი მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ნათელა ოქრუაშვილი მოინახულა. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ნათელა ოქრუაშვილი ამჟამად საუნივერსიტეტო  კლინიკაში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის ღამეს ახალდაბაში მოვარდნილმა წყალმა ნათელა ოქრუაშვილის სახლი მთლიანად დაფარა. ქალბატონი ნათელა სიკვდილს მისმა მეზობელმა ქეთევან არეშიძემ  გადაარჩინა. 

უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარის  განცხადებით, ნათელა ოქრუაშვილი საავადმყოფოდან გამოწერისთანავე უზრუნველყოფილი იქნება დროებითი თავშესაფრით, ხოლო შემდგომ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

სტიქიიდან  რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ახალდაბა ღვარცოფის შედეგად  მოვარდნილი შლამისა და ქვა-ღორღისგან  გაწმენდილია, სოფელს უკვე მიეწოდება ელექტრო ენერგია და აღდგენილია გზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics