17:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 15:42:54, 1443 ნახვა

პოლიტიკა
კობა ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა - ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა

ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები" დაიშალა. 

პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო ფრაქციის 3 წევრის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის და კობა ნარჩემაშვილის გადაწყვეტილება ფრაქციიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა, ფრაქციის კიდევ ორი წევრი,  სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დღეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" დატოვა და ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. ამასთან, ფრაქციამ შეიცვალა სახელი და "პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას. აღნიშნულ ფრაქციას გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეურთდნენ. 

ცნობისთვის, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. ის ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების" წევრი იყო. 

ნარჩევამაშვილის თქმით, ის ჯერჯერობით არ აპირებს არც ერთ ძალასთან გაერთიანებას და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics