|
2019-03-08 15:05:40, 1544 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს, ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ფურცელს წერილი დაარქვეს
„გიორგი გახარიას არავითარი კავშირში არ აქვს თემასთან, რაზეც კონკრეტულ ფიზიკურ პირებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ დამფუძნებლებიც ედავებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიაზე შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, ძირითადი საკითხის გადაფარვის მცდელობაა. „გიორგი გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს იმის გამო, რაც ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ფურცელს წერილი დაარქვეს, თითქოს, გიორგი გახარიას მიერ არის შედგენილი. წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მიმდინარეობს თავის ორკესტრირებული შეტევით. საუბარი არ არის „თიბისი ბანკზე“. ეს კომპეტენტური ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. საუბარია, ცალკეულ პირებზე, რომელთაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს, პოლიტიკური კალაპოტით წაიყვანეს, როცა კითხვები არსებობს ფინანსურ ტრანზაქციებზე, საეჭვო ტრანზაქციებზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამ ფორმატში გახარიას წინააღმდეგ შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, მცდელობაა, ძირითადი საკითხი გადაფარონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)