|
2019-03-08 13:40:52, 1443 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა. “ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად. ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ. გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს კაუნასის რეგიონალური კიბერთავდაცის ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კიბერსწავლებების დაგეგმვა-აღსრულებასა და ძალისხმევის კონცენტრაციას ეროვნული და საერთაშორისო კიბერინციდენტების შემთხვევაში. აღნიშნული ასევე ემსახურება როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სფეროს განმტკიცებასა და გაძლიერებას, ასევე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტის მეტ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი სტანდარტის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიეტუვას ეროვნულ სწავლებაში “Amber Mist 2019”.
(NS)
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)