|
2019-03-07 17:26:35, 1413 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ხაზარაძის და ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს ჰგავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია. კობახიძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ქმედებებს შეადარა. „არასერიოზულია საუბარი წერილზე, როდესაც შემდეგ ბეჭდავ ქსეროქსის აპარატზე, ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანსაც, ვისაც მოაქვს ასეთი ბრალდება. ეს არის არასერიოზული. ქადაგიძესთანაც არსებობს კითხვები. ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პერიოდში. ამიტომ შეიძლება კითხვები დაისვას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ, ალბათ, ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მილიონი ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური დატვირთვა, როცა საქმეს აქვს სამართლებრივი დატვირთვა, აქედან გამომდინარე, არ გვინდა საგამოძიებო კომისია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)