|
2019-03-07 15:25:27, 1491 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: „თიბისის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია
„თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია. მამუკა მდინარაძის შეფასებით, არგუმენტების გარეშე კომისიის შექმნა არასერიოზულია. „ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო „თიბისი ბანკიდან“ ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის, ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო და ეს წარმატებით გამოვიდა, როგორც ვატყობ ამ დღეების განმავლობაში, აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასერიოზული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)