|
2019-03-07 13:25:36, 1409 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2019 წელს ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებაა დაგეგმილი
2019 წლისთვის დაგეგმილია ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”. „ახალი კანონი დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქარსაფარი ზოლების გაშენება ხელს შეუწყობს მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებას და სოფლად უკეთეს მოსავლიანობას“, - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაშენდა 6,5 კმ ქარსაფარი ზოლი. მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)