|
2019-03-07 10:35:38, 1769 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველო – ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზება. საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია, პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)