|
2019-03-06 17:27:50, 1894 ნახვა
რეგიონი
მერმა გულთამზე ფუტკარაძეს ქალთა დღესასწაულები მიულოცა
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად სოფელ დღვანში მცხოვრებ გულთამზე ფუტკარაძეს სახლში ეწვია, ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გულთამზე ფუტკარაძე წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯაბნიძეების საფერშლო პუნქტის გამგის მოადგილედ, კვიახიძეების საფერშლო პუნქტის გამგედ, დღვანის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, შუახევის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ. იყო შუახევის სახელმწიფო სანიტარიული ეპიდემიური სამსახურის მთავარი ექიმი, ბოლო წლეებში მუშაობდა შუახევის დასაუფთავების სამსახურის უფროსად. დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით. დღესვე, შუახევის მერმა უჩამბაში მცხოვრებ ორი შვილის დედას მელანო მუკუტაძეს დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ,,მინდა კიდევ ერთხელ ყველა ქალს მივულოცო გაზაფხულის დღსასწაულები, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შვილების ბედნიერება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)