05:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 13:50:58, 1372 ნახვა

საზოგადოება
მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პრინციპები დაარღვიეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ ქარტის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს. -ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუწყება.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ. ის სადავოდ ხდიდა "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის იმ ნაწილს, რომელიც მის საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა. ქარტიის საბჭომაც სიუჟეტის მხოლოდ ამ ნაწილზე იმსჯელა.

საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ნოდარ მელაძე, ქეთი ნადიბაიძემ კი საბჭოს საკუთარი პოზიცია წერილობით მიაწოდა. მხარეთა გამოკითხვის შემდეგ ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო ნაწილში პირველი და მესამე პრინციპები დარღვეული იყო.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics