05:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 11:44:11, 1437 ნახვა

საზოგადოება
ENPARD - ის ფარგლებში, მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები განიხილა და ევროკავშირს და პარტნიორ ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა  სამინისტროს მხარდაჭერის სამომავლო ხედვები განიხილეს.

საუბარი შეეხო თბილისში მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილი კონფერენციის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სოფლის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ვინსენტ რეი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, ევროკავშირის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი რაიმუნდ იელი და მამუკა მესხი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი მუნხტუია ალტანგერელი და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics