|
2019-03-05 20:40:55, 1480 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის
"არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. - ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. "როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში უკვე როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ აქ რაღაც ისე არ არის. ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს , ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და მე არავის ადვოკატი არ ვარ . ერთი შემიძლია გითხრათ , რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს , იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში , ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ მე ვგულისხმობ ჩვენ თავს ,არა ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ . კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. დამერწმუნეთ, რომ რეალურად დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)