|
2019-03-05 14:10:07, 1534 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - თუ საჭიროა „თიბისის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მხარდაჭერაზე ვიფიქრებთ
თუ საჭიროა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერის თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხაზარაძის ბრალდებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. „საჭიროა, დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. თუ დაწყებულია პროკურატურაში გამოძიება, პროკურატურამ უნდა გვითხრას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაინტერესდა თუ არა, თუ არ დაინტერესდა, დაინტერესდეს და ბატონ ხაზარაძესაც მინდა, მივმართო, რომ მან უნდა წარადგინოს ეს დოკუმენტი, თუ ამისთვის საჭიროა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ჩვენ ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერის თაობაზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი მამუკა ხაზარაძე დააკავონ, ბესელიამ უპასუხა, რომ წინასწარ პროგნოზებს ვერ გააკეთებს. მისივე განმარტებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ იკვეთება სერიოზული კითხვის ნიშნები, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. „ასეთ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მიმაჩნია, რომ არის უსერიოზულესი კითხვები, გუშინდელმა განხილვამ აჩვენა, რომ არის სერიოზული კითხვები. ამ კითხვებს უნდა ძალიან სერიოზული პასუხი, ასე მიჩუმათება და გაუბრალოება, რომ მერე რა მოხდა, რომ ამდენი წელი გავიდა, არ არის ასე პასუხი საკმარისი. როცა რაღაც მოვლენებს ემთხვევა ასეთი ეპიზოდების გააქტიურება, ეს აჩენს უსამართლობის განცდას“, - აღნიშნა ბესელიამ.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)