|
2019-03-04 15:11:23, 1236 ნახვა
საზოგადოება
აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - დაფიქსირდა 87 ახალი შემთხვევა
2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა. 31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.6 % (2976) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5 % (3501) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (850) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543); აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672. 2019 წელს გარდაიცვალა 24 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); 4 სისხლის რეციპიენტია; 2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია. საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი, მათგან ჩაუტარდა არვ პროფილაქტიკა: აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)