|
2019-03-03 17:49:23, 1397 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი რომში თანამოაზრებს ხვდება - Live -ვიდეონიუსი
ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ვისაუბროთ გამოსავალზე," - ამის შესახებ საქართველოს მე3-ე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა. „სამწუხაროდ წინა შეხვედრაზე ლიაჟში ვერ მოვახერხეთ სრულფასოვანი დისკუსია მარტივი მიზეზის გამო, რომ იყო საზოგადოების რაღაც ნაწილი ჩამოსული, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჩვენი ხმა უნდა ჩაეხშოთ. საბედნიეროთ აქ პრაქტიკულად ესეთი რაღაც გამოვრიცხეთ. ჩვენც ვისწავლეთ და მივიღეთ გამოცდილება. ისევე როგორც მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის პოლიციას და ყოჩაღ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აბსოლუტურად დაამყარა წესრიგი ეგრევე. და თუ თქვენ ნახეთ დღეს ზრდილობიანად ის ადამიანები ვინც ხელს გიშლიდნენ გაწიეს იქით, შეუძლიათ ახლა უყვირონ რამდენიც უნდათ, რომ სისხლიანი იტალიის პოლიცია და სალვინის სისხლიანი უკვე ერთი წელი. ფაქტი ფაქტია, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება. ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა შეუშალოს ხელი მეორე ადამიანის თუნდაც შეხედულებამ. მაგრამ საუბარი მხოლოდ შეხედულებაზე არ არის. საუბარია კონკრეტულ თანხებზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აბუჩად იგდებს ხალხს და მათ აგრძნობინებს, რომ ისინი არიან მონები. „არც ისეთი გიჟია ივანიშვილი, რომ არ იცოდეს, რომ ამ ხეების გადატანით და თავის ეზოში დარგვით ხალხს ამცირებს, მაგრამ ამას აკეთებს შეგნებულად. ის ამით ხალხს ეუბნება თქვენ ხართ ჩვენი მონები,“-განაცხადა სააკაშვილმა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)