03:53 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 12:32:10, 1276 ნახვა

საზოგადოება
2 უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების პირადი მონაცემები დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული, ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სტუდენტების დავალიანების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას დარღვევად აფასებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, გასული წელს ორი უნივერსიტეტის შემოწმებისას დადგინდა, უნივერსიტეტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია (სია მოიცავდა სტუდენტების სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს).

„უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად ასახელებდნენ სტუდენტთა ინფორმირებას. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.

ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. მათ ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება. აღნიშნული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები საკონსულტაციო რეჟიმში აქტიურად თანამშრომლობდნენ ინსპექტორის აპარატთან“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics