15:08 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 18:36:15, 1258 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

​საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირი/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ახორციელებს.

აღნიშნული კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამასთან, გამოხატეს სურვილი თავად მიიღონ მონაწილეობა რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში არსებული უფლებებისა და მოვალეობის შესახებ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics