14:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 16:02:03, 1319 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - კარასინი აბაშიძეს „წკიპურტს ურტყავს“ - ეს ფორმატი მავნებლობაა

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განმარტებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი არის მავნებლობა და საფრთხეების შემცველი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

როგორც უგულავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული ფორმატი ბიძინა ივანიშვილს პირადი ინტერესებისთვის სჭირდება.

„დღიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მავნებლობა. „ქართული ოცნება“ ცდილობდა ეს ჭუკჭუკად შეეფასებინა - რა მოხდა ახლა, არაფორმალური ხასიათი აქვს და ამბებს ვიგებთ... სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. იმიტომ, რომ ვართ ერთი-ერთზე რუსეთთან. რაზე საუბრობენ არ ვიცით არა თუ ჩვენ და საზოგადოებამ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი. უკვე მესამე, მეოთხე შეხვედრაა, ესე აბუჩად, „წკიპურტს ურტყავს“ ეს კარასინი აბაშიძეს და სულ ესეთ უხერხულ მდგომარეობებში აყენებს და მეოთხე  ფაქტია, რომ არაფორმალურად ივანიშვილი ამ არხის საშუალებით რაღაცას ვაჭრობს და სანამ ბოლოში კრასნოდარში არ აღმოვჩნდებით, ვერ აღმოვაჩენთ, რომ იქ რაღაცეები მიდის. ეს ფორმატი არის გაუმჭირვალე, დახურული და უკვე საფრთხეების შემცველი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics