14:13 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 15:55:28, 1458 ნახვა

პოლიტიკა
რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ TBC-ს გარშემო განვითარებულმა პროცესებმა ლარის კურსზე გავლენა იქონია

 „გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ასე პირდაპირ დიაგნოზს ვერ დავსვამდი“, - ასე უპასუხა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაუფასურებაზე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ შემთხვევაშიც ისრები ეროვნული ბანკისკენ არის მიმართული.

„ეს არის გამოძახილი იმ მუდმივი პრობლემების და რა მყისიერად აშვებული შეცდომის. თუ ის გაიზრდება და მივადგებით 20-25-პუნქტიან სხვაობას, ცხადია, მერე უკვე სხვა სიღრმისეული ანალიზი გვმართებს. ამ შემთხვევაშიც ისრები ეროვნული ბანკისკენ, მაგრამ ჯერ არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთოს. მაგრამ გონივრულობას თუ გაცდება ეს პუნქტები, ცხადია, მერე შეკითხვები ეროვნულ ბანკს", - განაცხადა კაკულიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics