|
2019-02-27 13:37:20, 1459 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
20 ოპოზიციური პარტია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებს. დღეს პარტიები საბოლოო დეტალებზე შეთანხმებიან, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვების კამპანია საქართველოს მასშტაბით დაიწყება. შეხვედრაში მონაწილეობას "ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა იღებენ. „არ შეიძლება ქვეყანაში არ გვქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური პარლამენტი. ამის ქვაკუთხედი არის მოქალაქის ნების გამოხატვა, რომელიც ნორმალური პარლამენტის და ნორმალური პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ 35 დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთვია მიკროფონი და თავისი ბიზნესინტერესების ლობირების გარდა, არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის დასმული ადგილზე, როგორც ტომის ბელადი“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ 78 წევრის 2015 წელს გაკეთებული ხელმოწერა მიიტანა, რომლის მიხედვით, დასტურდება, რომ ისინი 2020 წელს არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვდნენ. "მე აქ ხელცარიელი არ მოვსულვარ, მოვიტანე „ქართული ოცნების“ 78 ლიდერის ხელმოწერა, რომელიც გაკეთებულია ჯერ კიდევ 2015 წელს, რათა 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო. იმ მილიონ ხელმოწერას პირველ რიგში ამ ხელმოწერებს დავურთავთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)