|
2019-02-27 11:34:21, 1128 ნახვა
საზოგადოება
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ.-მ 2018 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, საქართველოში ყოფნის პერიოდში, შეიძინა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები - 20,09 გრ. ალფა-პვპე (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრ. მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 15,45 გრ. მდმა (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. აღნიშნული ნარკოტიკების ნაწილი ს.ზ.-მ პაკეტებად დააფასოვა და გასაღების მიზნით ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში 147 სპეციალურად მონიშნულ ადგილზე განათავსა, რაც სამართალდამცველებმა გამოძიების პროცესში ამოიღეს. სამართალდამცველებმა ს.ზ. 2018 წლის 24 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)