|
2019-02-26 17:55:55, 999 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 32-ე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს 10 წლიანი მუშაობისთვის. მუშაობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება უმნიშვნელოვანესად შეაფასა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო ჯგუფის მენეჯმენტს სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტი გადაიბარებს. „მადლობა მინდა გადავუხარო დონორ ორგანიზაციებს და ექსპერტებს პროგრამის განხორცილებაში შეტანილი წვლილისთვის. პროგრამის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვაქვს, მაგრამ პერსპექტივაში გამოწვევები ბევრია, ამიტომ ვფიქრობ დონორები ჩვენს გვერდით იქნებიან და მომავალშიც ეფექტიან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მესტიის მუნიციპალიტეტების ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფერმერებისთვის ცხოველებში ჯილეხის და სხვა დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში კომპენსაციის მექანიზმები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ევროკავშირის (EU) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)