|
2019-02-26 12:44:40, 1267 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია გვენეტაძეს: პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით
„თქვენ არ წყვეტთ აქ ვინ საუბრობს, ამას კომიტეტის თავმჯდომარე წყვეტს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელიც დარგორივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. დეპუტატისთვის გაუგებარია თუ რატომ არ აპირებდა კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე მისვლას და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას. „უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, მადლიერები უნდა ვიყოთ, თურმე ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ეგ რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ, "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება. პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით“, - განაცხადა გიგი ბოკერიამ. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან, სხდომას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)