03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 10:01:02, 543 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტი შეუცვალეს

წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს  მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც  ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.

„მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა. ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად. ასევე, მოხერხდა დატბორილი ავტოფარეხის სახურავის გაჭრა და სტიქიაში ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, წყნეთის ქუჩა 13-14 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა, მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობის ავტოფარეხები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics