|
2019-02-25 15:32:45, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ შესაძლოა, პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას
დეპუტატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება. ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება. „დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის „სოციალ-დემოკრატებთანაც“, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს. შეიძლება, პარლამენტში ახალი ფრაქცია ვიხილოთ და ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას. ჯერ ფრაქციაზეა საუბარი. უმცირესობა დაიშლება, როგორც კი ერთი დეპუტატი გამოვა უმრავლესობიდან. ეს უმცირესობას ავტომატურად დაშლის. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)