|
2019-02-25 14:32:24, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: ივანიშვილი მოსამართლეების თემაზე მხარე გახდა
მე და ბიძინა ივანიშვილი მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით - მოსამართლეების თემაზე მხარე გახდა, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები აქვს, მაგრამ მის მიმართ აგრესიული რიტორიკა არ ექნება. „რადგან მივდივარ გუნდიდან, გასაგებია, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი იმის იმედი მექნებოდა, რომ ჩემს პოზიციას რაიმესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა, მაშინ ალბათ, იმის ვალდებულებაც მექნებოდა, ჩემი პოზიციის მტკიცება გამეგრძელებინა. ჩვენ მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. განსხვავებული აზრის მიუხედავად, უფლება უნდა გვქონდეს, ამ განსხვავებული აზრის შესახებ ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. ამ საკითხზე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის განსხვავებული აზრი იყო. „ქართულ ოცნებას“ თუ ეყოლებოდა მედიატორი, რომელიც მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და არ იქნებოდა თვითონ მხარე, ეს მოგვცემდა გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს სამოქმედოდ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ბატონი ბიძინა ამ პირობას იძლეოდა კიდეც, მაგრამ მე მგონია, რომ მოსამართლეების თემაზე ის გახდა მხარე“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)