|
2019-02-24 13:18:48, 982 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული საქართველო ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის დღეს ეხმაურება
23 თებერვალი, 2019 წ. თბილისი | პარტია ევროპული საქართველო უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს - ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის დღეს ეხმაურება. "1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირმა საქართველოს მეზობელი ეს ერები საკუთარი განსახლების ისტორიული არეალიდან მთლიანად ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. სასტიკი დეპორტაციის პროცესში დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალი და ბავშვი. ჩეჩენი და ინგუში ხალხების მასობრივი დეპორტაცია, რომელიც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდად შეაფასა, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დანაშაულად მიიჩნევა. ამ დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის მიერ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიულ ბედთან ძალიან ახლოს მდგომი ჩეჩენი და ინგუში ერების ტრაგედიასაც . საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისა და სტალინიზმის დანაშაულებრივი ბუნების ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო არასდროს არ უნდა იქნას დავიწყებული." ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)