|
2019-02-24 12:31:58, 1026 ნახვა
პოლიტიკა
კუპრავას დაკავებას მის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას დაკავებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში კუპრავას მხარდამჭერებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. - ამის შესახებ, კუპრავას მეუღლემ ხატია თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხატია თორდიას თქმით, კუპრავა სამართალდამცველებმა ისე დააკავეს, რომ მას ფეხსაცმლის ჩაცმის უფლებაც კი არ მისცეს. მისი მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ მომხდარა. „გვეძინა, შემოცვივდნენ. მოიპარეს, ფეხსაცმელიც არ ეცვა. არ მისცეს უფლება, რომ ფეხსაცმელი ჩაეცვა. რამდენჯერ დამარტყეს, რამდენჯერ წამაქციეს,“ - განაცხადა ზვიად კუპრავას მეუღლემ, ხატია თორდიამ. ზვიად კუპრავას მხარდამჭერის, გიორგი არაბულის ინფორმაციით, გამთენიისას პოლიცია ოფისში შეიჭრა.
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)