19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 12:12:05, 1370 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე დეპუტატების გუნდიდად წასვლაზე: ეს პოლიტიკური შეცდომა იყო

"ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდიანარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მდინარაძის თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას შეეხებოდა ანტიკონსტიტუციური იყო. მანვე დასძინა, რომ ასეთი კანონისთვის პარლამენტს მხარი არ უნდა დაეჭირა. 

„ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, არის ძალიან სამწუხარო. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანი, მათი გადასაწყვეტია. მე პირადად მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არ უნდა მივცეთ არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics