|
2019-02-23 11:16:04, 2970 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა: „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი ვულოცავ კელის და მის ოჯახს“, - წერს დონალდ ტრამპი. ცნობისთვის, მანამდე კრაფტი კანადაში ამერიკის ელჩი იყო. შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩი, ნიკი ჰეილი, 2018 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადადგა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)