20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:03:42, 633 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს თემურ უტიაშვილს ლიტვის საპატიო კონსულის ეგზეკვატურა. რის შემდეგაც ქ. ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაჭრეს წითელი ლენტი. მინისტრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბათუმში საპატიო საკონსულო გახსნა ხელს შეუწყობს ლიტვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობას ასვე კულტურული ურთიერთობები.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლიტვის საპატიო კონსულის საქმიანობის არეალი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონი. ლიტვის საპატიო საკოსნულო ასევე ფუნქციონირებს თბილისში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics