00:41 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 11:06:24, 1067 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ აცხადებს

საქართველოს ფოსტა წელს „წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ მეექვსედჩაატარებს. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“ .

კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. „წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ 192 წევრი ქვეყანა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

·         წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით

·         მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები

·         წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი

·         წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას

·         კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული

·         სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა გახლავთ 2019 წლის 29 მარტი, 18:00 საათი. საკონკურსო წესები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: gpost.ge, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: letter@gpost.ge.

ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

გავხადოთ ურთიერთობა ხელშესახები საქართველოს ფოსტა!

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics