|
2019-02-20 19:29:17, 1369 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს, ამერიკელ კონგრესმენებს, ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს და ალიანსის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მიერ გაწევრების პროცესში მიღწეული პროგრესი, შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები და პრიორიტეტები. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მიერ ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის, საპარლამენტო დელეგაციას მადლობა გადაუხადეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს. მათ ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. შეხვედრებზე, ალიანსის წარმომადგენელთა მხრიდან ხაზი გაესვა იმ უპრეცედენტო მაჩვენებელს, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში იქნა მიღწეული. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი სესიაშვილთან ერთად ირაკლი ბერაია, ცოტნე ზურაბიანი, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი შედიან.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)