|
2019-02-19 18:02:03, 1300 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - ლიბიიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურა მიმდინარე კვირაში დასრულდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა. როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, შესაბამის აქტს ლიბიის პროკურატურა ხვალ გამოსცემს, რის შემდეგაც გადმოსვენების პროცედურა დაიწყება. "ინფორმაციის მიღების დღიდან სამინისტრო ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატიც დღესაც იმყოფება ლიბიაში და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა პროცესი დასრულდეს. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება. გამოძიება, მითუმეტეს, როდესაც გადმოსვენებას ეხება საქმე, მოითხოვს გარკვეული ვადების და თანმიმდევრობის დაცვას, რის გამოც, ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ექსპერტიზის ჩატარება. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე, შესაბამისად ექსპერტიზაც და გამოძიებაც იმ ქვეყნის პრეროგატივაა. ლიბიაში არის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი, რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს პროცესებზე. რაც შეეხება დასკვნას, მისი შინაარსი ჩვენთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გავეცნობით დასკვნას. უნდა დადგინდეს რა იყო ჩვვენი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)