|
2019-02-19 16:45:25, 960 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობები სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთვებიან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, კვალიფიციურობის დადგენის მიზნით, კახეთის რეგიონში სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს. საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობა შეძლებს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს. სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ. ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსები, ნიადაგი) და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა. სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა 2017 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვალიფიციურობა 80-მდე სანერგეს აქვს მინიჭებული. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს. აღნიშნული კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)